rus eng ge
 
Группа компаний СИС / ჰოლდინგის შესახებ
 

ჰოლდინგის შესახებ

Группа компаний СИС

კომპანიების ჯგუფი სის დაარსდა ძალიან საინტერესო დროს - 1992 წელს. XX საუკუნის 90 წლების დასაწყისი - ცვლილებების, ძიების და შესაძლებლობების დროა. დრომ, რომელმაც ხუთ ნიჭიერ, წინდახედულ და ინიციატივიან ინჟინერს საშუალება მისცა ეგრძნოთ მომავალის, მაღალი ტექნოლოგიების ეპოქის  სული.

კომპანიების ჯგუფი სის არის დიდი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ჰოლდინგი  ტელეკომუნიკაციების, ავტომატიზირების და უსაფრთხოების სფეროებში.

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:

Системная интеграция

სისტემური ინტეგრირება

ჩვენ ვთავაზობთ, კომპლექსურ გადაწყვეტილების შემუშავებას და მის სრული ცხოვრბის ციკლის განმავლობაში თანხლებას ბიზნეს–პორტფელში წარმოდგენილ ყველა  მიმართულებაში. ჩვენ არ გვაშინებს ერთი მწარმოებლის ტიპიური გადაწყვეტილებების ფარგლების მიღმა გასვლა. 

ჩვენი გადაწყვეტილებები

Разработка и производство оборудования

შემუშავება და წარმოება 

მოწყობილობის სრული შემუშავება: სქემატექნიკა, პროგრამირება და კონსტრუქტივი, SMD-მონტაჟი, აწყობა, მომსახურება და შეკეთება;

Строительство линий связи (Грузия)

პროექტირება და მშენებლობა

სამშენებლო სამუშაოების სრული ციკლი ტექნიკური პროექტის დაწყებიდან ობიექტის ექსპლუატაციაში ჩაბარებამდე, ზედამხედველ და მაკონტროლებელ ორგანოებთან ურთიერთქმედება, მოქნილობა წამოჭრილი საკითხების გადაწყვეტისას.

დამკვეთი იღებს გადაწყვეტილებებს წარმატებისთვის, ხოლო ჩვენ ვკისრულობთ  პასუხისმგებლობას საბოლოო შედეგისთვის.

სის-ს ისტორია:

  • 1992 წელს ჩვენ გავხდით Siemens AG ავტორიზებული პარტინიორი ბელარუსის ტერიტორიაზე, და მოგვეცა შესაძლებლობა გვემუშავა გერმანული კონცერნის სახელით დამკვეთებთან.
  • 1993 წელს ჩვენ შევასრულეთ პირველი პროექტი ბელარუსის ფარგლებს გარეთ - უწყებრივი კავშირგაბმულობის ქსელის  მშენებლობა მილსადენ „დრუჟბა“-თვის ლიტვის და ლატვიის ტერიტორიებზე.
  • 1996 წელს მივიღეთ მაშტაბური სისტემური ინტეგრირების გამოცდილება, როდესაც ავაშენეთ სრულყოფილი ტექნოლოგიური კავშირის სისტემა შემდეგ ნავთსატრანსპორტო  საწარმოებისთვის: ლისიჩანსკი, კრემენჩუგ - პერვომაისკი, უკრაინა. მას შემდეგ ჩვენ დავიწყეთ რთული კომპლექსური პროექტების შესრულება დიდი საწარმოებისთვის ბელარუსში, რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში, მოლდოვაში და ა.შ.
  • 2000 წლების დასაწყისში ჩვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩა GSM-ქსელების სწრაფი განვითარება და აქტიურად დავიწყეთ საბაზო სადგურების, ანძების, „ტრიპოდების“ და ანტენური მოწყობილობების მშენებლობა.
  • 2003 წელს გაიმართა მოლაპარაკებები Siemens AG კონცერნთან გერმანული შემადგენლებებიდან საბოლო პროდუქციის წარმოებისა და მათი საკუთარი სახელით გაყიდვის უფლების გადმოცემის თაობაზე. ქალაქ მინსკში, ბელარუსი, ჩვენ გავუშვით საკუთარი სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების წარმოება. წარმოებული მოწყობილობების ხაზი გამუდმებით ფართოვდება.
  • 2007 წელს დამონტაჟებულია და ექსპლუატაციაში გაშვებულია საბეჭდი ფილების ზედაპირული მონტაჟის ყველაზე მძლავრი ხაზი ბელარუსში. კომპონენტების მოწყობილობის განცხადებული სიზუსტის კლასი –  6 სიგმაა, რაც კვალიფიცირებულია როგორც უდეფექტო წარმოება.
  • 2010 წლისთვის მივიღეთ გადაწყვეტილება კომპანიების ჯგუფის ინტეგრაციის გაძლიერების და დირქტორთა საბჭოს შექმნის  შესახებ სპეციალიზირებული კომპანოიების უფრო  ოპერატიული და ნაყოფიერი ურთიერთქმედებისთვის.
  • 2012 წელს ჩვენ განვახორციელეთ პირველი მასშტაბური პროექტი ენერგეტიკის დარგში - ელექტრომომარაგების ქსელის პროექტირება ციფრული ტელევიზიის ამუშავებისთვის ყაზახეთის ტერიტორიაზე.
  • 2013 წელი - განვაგრძეთ აქტიური მუშაობა ენერგეტიკული პროექტირების და მშენებლობის მიმართულებით, ვანხორციელებდით კონტაქტური ქსელის სამუშაოებს საქართველოს რკინიგზისთვის.
  • 2014 წელს ჩვენი ბიზნეს–პორტფელს დაემატა კიდევ რამოდენიმე საინტერესო მიმართულება, როგორებიც არის: საკომპრესორო-სატუმბავი მოწყობილობები (სრული პროექტები), საავტომობილო- საკომპრესორო გაზგასამართი სადგურები, საქვაბე მეურნეობა.
  • 2015 წლის მარტში ბელარუსის ტერიტორიაზე  წარვადგინეთ პირველი პლანშეტები საკუთარი ბრენდით Flycat. მყიდველებს შეუძლიათ შეაფასონ Flycat Unicum 10, Flycat Unicum 8 და Flycat Unicum 7 მოდელები, 10-,8- და 7- ინჩიანი ეკრანებით, და ასევე კომპაქტური Bluetooth კლავიატურები.
  • 2015 წლის მაისში გაიხსნა სის–ს წარმომადგენლობა აზერბაიჯანში.

ყველაფერი ხდებოდა ამ წლების განმავლობაში: ვკარგავდით და ვპოულობდით, მაგრამ ყოველთვის ვცდილობდით ადექვატურად შეგვეფასებინა გარშემო მომხდარი ცვლილებები და სწორად მოგვეხდინა რეაგირება მათზე. 

კომპანიების ჯგუფი სის დღეს – ერთიანი კორდინირებული მექანიზმია. ჩვენი გადაწყვეტილებები დაფუძნებულია ჩვენი სპეციალისტ–პრაქტიკოსების ცოდნაზე, უნარებზე და გამოცდილებაზე. ჩვენ ვიყენებთ ჩვენი პარტნიორების – მსოფლიო წამყვანი ცენტრების, ტექნიკური კომპეტენციებს,  სისტემებს, გადაწყვეტილებებსა და მოწყობილობებს, და ასევე საკუთარ გამოგონებებს, მოწყობილობებს და პროგრამულ უზრუნველყოფას. სის-ი თანამშრომლობს მსოფლიო წამყვან მწარმოებლებთან და ამასთან ერთად არ არის დამოკიბედული არც ერთზე. ჩვენ ყოველთვის ვართ დამკვეთის ინტერესების მხარეს. 

ჩვენ ზურგს გვიმაგრებს მუშაობის 23 წლიანი გამოცდილება, 800–ზე მეტი პროექტი, განხორციელებული ჩვენი დამკვეთებისთვის.

ჩვენ ინტერესით მივდივართ წინ. ჩვენ გვიყვარს მუშაობა იმ დარგებში, სადაც არსებობს მაღალი მოთხოვნები მაღალ ტექნოლოგიებზე და  რაც ყველაზე ძვირფასია, ჩვენ გვაქვს ყველაფერი: გამოცდილება, სპეციალისტები, ტექნოლოგიური ბაზა და პოტენციური დამკვეთების სიმრავლე, იმისთვის რომ დავაკმაყოფილოთ ახალი მიღწევებს წყურვილი!

თანადამფუძნებელი

ვლადიმირ ლახტენკოვი

ახალი ამბები

ყველა ამბავი >