rus eng ge
 
Группа компаний СИС / ჰოლდინგის შესახებ / ახალი ამბები / „აზერბაიჯანის რკინიგზა“ და SIEMENS თანამშრომლობას აფართოებენ

ჰოლდინგის შესახებ

 

„აზერბაიჯანის რკინიგზა“ და SIEMENS თანამშრომლობას აფართოებენ

18.08.2016

2016 წლის 20 ივლისს სს „აზერბაიჯანის რკინიგზაში“ შედგა შეხვედრა SIEMENS-ის დელეგაციასთან, კომპანიის მაგისტრალური ტრანსპორტისა და გაყიდვების უფროსის, ვილიამ უილსონის ხელმძღვანელობით.

 

შეხვედრაზე სს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ თავმჯდომარე ჯავიდ გურბანოვი  სიტყვით გამოვიდა და ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც აზერბაიჯანის რკინიგზაზე ტარდება,სამუშაოებზე, რომლებიც წარმოებს , რომ რეალიზებული იქნას სატრანსპორტო კორიდორები აღმოსავლეთიდან-დასავლეთის და ჩრდილოეთიდან-სამხრეთის მიმართულებით. ჯავიდ გურბანოვმა ინფორმაცია მიაწოდა ჩატარებული სამუშაოებისა და მომავალი ამოცანების შესახებ და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის რკინიგზასა და SIEMENS-ს აქვთ თანამშრომლობის გამოცდილება ბაქო-ბეიუკ-კესიკის მონაკვეთზე 2001-2003 წლებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირის სისტემის დამონტაჟების კუთხით და სს მზად არის განაგრძოს ეს თანამშრომლობა. ჯავიდ გურბანოვმა ასევე აღნიშნა, რომ SIEMENS-ი არის მსოფლიო ლიდერი და ლოკომოტივი რკინიგზების ელექტროფიკაციის კუთხით, ხოლო SIS Group მინსკი- წამყვანი სისტემური ინტეგრატორია ტელეკომუნიკაციებისა და კავშირგაბმულობის დარგში მთელ დსთ-ს სივრცეში.

 

შეხვედრაზე განხილული იყო SIEMENS-ისა და SIS Group-ის აზერბაიჯანის რკინიგზასთან თანამშრომლობის მომავალი პერსპექტივები. კერძოდ, SIEMENS-ის, AZERSIS-Baki (SIS Group-ის ფილიალი ქ. ბაქოში) და SIS-მინსკის მიერ შემოთავაზებული იქნა მართვის ცენტრალიზებისა და მოძრაობის ბლოკირების პროექტი. შეხვედრის შედეგების მიხედვით, იქნა მიღებული გადაწყვეტილება შემდგომი თანამშრომლობის გაფართოების შესახებ.

შეხვედრის შემდეგ, სს „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ინიციატივით ჩატარდა ერთდღიანი სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს SIEMENS, “AZERSIS”- SIS Group-ის ფილიალი ქ. ბაქოში და SIS Group მინსკის წარმომადგენლები. სემინარი ჩატარდა კომპანიის ხელმძღვანელებსა და ტექნიკური ექსპერტების მოლაპარაკების ფარგლებში. მრგვალ მაგიდასთან განხილული იქნა თანამშრომლობის და ერთობლივი პროექტების ფარგლებში გასატარებელი შემდგომი მოქმედებების შესახებ საკითხები. 

ახალი ამბები

ყველა ამბავი >