rus eng ge
 
Группа компаний СИС / ჰოლდინგის შესახებ / ახალი ამბები / საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური გამოფენა გაიმართა.

ჰოლდინგის შესახებ

 

საქართველოში ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური გამოფენა გაიმართა.

08.09.2016

1-დან 4 სექტემბრის ჩათვლით საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში გაიმართა ბელარუსის რესპუბლიკის ნაციონალური გამოფენა, რომელიც ბოლო 5 წლის მანძილზე საზღვარგარეთ ჩატარებულ ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საგამოფენო ღონისძიებად შეიძლება ჩაითვალოს.

გამოფენაზე ბელარუსული მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი იყო უამრავი სახის საქონელი და მომსახურება სხვადასხვა დარგში, მსუბუქი მრეწველობიდან დაწყებული და სოფლის მეურნეობის მიმართულებაში ტექნოლოგიური მიღწევებით დასრულებული.

SIS-ის კომპანიათა ჯგუფი პასუხისმგებლობით მოემზადა ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად: გამოფენაზე SIS Group International-ის ლოგოტიპის ქვეშ წარმოდგენილი იყო საფირმო სტენდი, რომელსაც 15 კვ. მ. ფართობი ეკავა. SIS-ის ქართული რკინიგზის მშენებლობის პროექტში მონაწილეობის შესახებ განცხადების გარდა, გამოფენის პროგრამის ფარგლებში კომპანია «Связьинформсервис»-ის ახალი პროექტის - «Торговый Дом СИС-Грузия»-ს პრეზენტაცია მოხდა, რომლის ძირითად იდეას საქართველოს ბაზრისთვის ბელარუსული პროდუქციის შეთავაზება წარმოადგენს.

იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველო პერსპექტიული სავაჭრო პარტნიორია ბელარუსისთვის კავკასიაში, ნაციონალურ გამოფენაში მონაწილეობა შესანიშნავი შესაძლებლობა გახდა აქტიურად განვითარებად ბაზარზე სავაჭრო პოტენციალის დემონსტრირებისთვის.

ახალი ამბები

ყველა ამბავი >