rus eng ge
 
Группа компаний СИС / ჰოლდინგის შესახებ / ახალი ამბები / რკინიგზის მონაკვეთის ბაქო-თბილისი-ყარსი -ის მშენებლობა

ჰოლდინგის შესახებ

 

რკინიგზის მონაკვეთის ბაქო-თბილისი-ყარსი -ის მშენებლობა

22.05.2015

მაისში ხელი  მოეწერა კონტრაქტს რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის „ბაქო-თბილისი- ყარსის“ ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე. შეთანხმება მოიცავს მშენებლობის სამუშაოებს:

  • ტელესაკომუნიკაციო ქსელების,
  • სცბ (სიგნალიზაცია, ცენტრალიზაცია და ბლოკირება),
  • საკონტაქტო ქსელის. 

სარკინიგზო მაგისტრალის „ბაქო-თბილისი- ყარსის“ მშენებლობა დაიწყო 2007 წელს. პროექტი „ბაქო-თბილისი- ყარსი“ ეს არის ახალი სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც გააერთიანებს აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის რკინიგზებს.

რკინიგზის მონაკვეთის ბაქო-თბილისი-ყარსი -ის მშენებლობა

ახალი გზა უზრუნველყოფს შეუფერხებელ ტვირთბრუნვას არა მარტო საქართველოსა და თურქეთს შორის, არამედ კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე ქვეყნებს შორისაც. აზერბაიჯანისა და შუა აზიის ტვირთები, პირველ რიგში ნავთობი და ნავთობპროდუქტები, იქნება გადატანილი თურქეთის ხმელთაშუა ზღვის პორტ ჯეიხანამდე, საიდანაც ტვირთი მოხვდება მსოფლიო ბაზარზე და ბოსფორის სრუტით - ევროპაში. გარდა ამისა, ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის მეშვეობით დაუკავშირდებიან ჩრდილოეთ, შუა და შორეული აზიის ქვეყნებს. პროექტი ასევე ითვალისწინებს სამგზავრო მატარებლებისა და სამგზავრო გადაზიდვების მოძრაობას.

შეგახსენებთ, რომ ადრე ჩვენს მიერ ამ მშენებლობისათვის ხორციელდებოდა საპროექტო-ხარჯთაღრიცხვითი დოკუმენტაციის შემუშავება.

სის კომპანიების ჯგუფი 10 წელზე მეტია მუშაობს სარკინიგზო გზებთან. ჰოლდინგის სპეციალისტების მიერ აშენებული ტექნოლოგიური კავშირგაბმულობის ქსელი აჭარბებს 2,700 კმ. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ბელარუსიისა და საქართველოს რკინისგზებთან, დაწყებულია მუშაობა აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინის, გერმანიისა და სხვ. რკინიგზებთან.

ახალი ამბები

ყველა ამბავი >