rus eng ge
 
Группа компаний СИС / ტელეკომუნიკაციები / გადაწყვეტილებები / ტექნოლოგიური კავშირგაბმულობა

ტელეკომუნიკაციები

 

ტექნოლოგიური კავშირგაბმულობა

ტერიტორიულად გადანაწილებული სტუქტურა, გრძელი ხაზები, უსაფრთხოების მაღალი მოთხოვნები, უნივერსალური ტექნოლოგიები - ყველაფერი ეს იმ ობიქტების მახასიათებლებია, რომლებისთვისაც სის-ი აშენებს საიმედო ტექნოლოგიურ კავშირგაბმულობის ქსელს. ჩვენი გადაწყვეტილებები გამოიყენება შემდეგ მიმართულებებზე:

  • რკინიგზები
  • საავტომობილო გზები
  • მილსადენები
  • ელექტროქსელები

2015 წლის დასაწყისისათვის ჩვენს მიერ აშენებულია 8500 კმ-ზე მეტი ტექნოლოგიური კავშირგაბმულობის ქსელი ბელორუსში, უკრაინაში, რუსეთში, საქართველოში და ყაზახეთში.

ჩვენ დამკვეთს ვთავაზობთ  ერთიან მუშა სისტემაში ინტეგრირებულ გადაწყვეტილებას, სამუშაოს სრული კომპლექსის შესრულებით:

  • ინჟირინგი
  • დაპროექტება
  • პროგრამული უზრუნველყოფის დამუშავება
  • მიწოდება
  • მშენებლობა
  • მონტაჟი
  • სწავლება
  • სერვისული მომსახურება

შექმნილი ინტეგრირებული ტექნოლოგიური კავშირგაბმულობის ქსელები მოიცავენ:

  • საკაბელო ხაზებს (ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირგაბმულობის ხაზები, სპილენზის კაბელები)
  • მონაცემების გადამცემ სატრანსპორტო ქსელს
  • IP-ქსელის მონაცემების გადამცემს
  • ხმოვან და სადისპეტჩერო კავშირგაბმულობას
  • რადიოქსელს
  • ვიდეოთვალთვალს

Технологическая сеть

სის კომპანიების ჯგუფის კომპლექსური, ტერიტორიულად გადანაწილებული მაღალტექნოლოგიური ობიექტების მშენებლობის გამოცდილება აღემატება 23 წელს. ჩვენი კომპეტენციები და რესურსები გვაძლევს პროექტების შესრულების საშუალებას, როგორც გენერალური კონტრაქტორის, ასევე ქვეკონტრაქტორის როლში.

ჩვენი პრინციპია -ყველა შემკვეთთან ინდივიდუალური მიდგომა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ჩვენგან იღებთ  გადაწყვეტილებას, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს თქვენს მოთხოვნებს, თქვენს ამოცანებს, თქვენს სიტუაციას, თქვენს განვითარების გეგმებს. 

ზოგიერთი რეალიზებული პროექტები:

რკინიგზები

SDH ბაზაზე ბელორუსიის რკინიგზისათვის აშენებულია მონაცემთა გადამცემი 2700კმ ქსელი, აშენებულია საქართველოს რკინიგზის ტექნოლოგიური კავშირგაბმულობის 30კმ ქსელი. ამ მომენტისათვის მიმდინარეობს მუშაობა კავშირგაბმულობის ქსელის მშენებლობაზე ბაქო-თბილისი-ყარსი რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე.

საავტომობილო გზები                                

OTN ბაზაზე, სანქტ-პეტერბურგის წრიული საავტომობილო გზისათვის, რუსეთი, აშენებულია მონაცემთა გადამცემი 116 კმ ქსელი.

მილსადენები

ბელორუსი: აშენებულია „გომელტრანსნეფტ-დრუჟბა“ -სთვის 1300კმ ქსელი და სიგრძით ნოვოპოლოცკის რესპუბლიკური უნიტარული ნავთობის ტრანსპორტირების საწარმო „დრუჟბა“-სთვის 450 კმ ქსელი.

უკრაინა: აშენებულია ქსელი „ტრანსნეფტი“-სთვის, რომელიც აკავშირებს ოდესასთან ახლომდებარე ნავთობის ტერმინალს ლვოვთან მდებარე გადამქაჩავ სადგურთან. ქსელის ხაზის სიგრძე 800კმ-ზე მეტია. აშენებულია სატრანსპორტო ქსელი ნავთობსატრანსპორტო საწარმოთათვის კრემენჩუგ-ლისიჩანსკ, კრემენჩუგ-პერვომაისკი.

ყაზახეთი: ორგანიზებულია ტექნოლოგიური 97კმ ქსელი შაგირლი-შომიშთი საბადოსათვის და მაგისტრალური გაზსადენი „კასპიან გაზ“-თვის.

ენერგეტიკა

აშენებულია ქსელი SDH/PDH 1000 კმ სიგრძის სახელმწიფო საწარმო გაერთიანება „ბელენერგო“-თვის, ბელორუს.

გეპატიჟებით თანამშრომლობისათვის!

ჩვენ აი ასე ვხედავთ ჩვენი შესაძლო თანამშრომლობის დაწყებას: ჩვენ მოვალთ თქვენთან, განვიხილავთ არსებულ ქსელს, ამოცანებსა და პერსპექტივებს, რის შემდეგაც მოვამზადებთ ტექნიკურ გადაწყვეტილებას.

ახალი ამბები

ყველა ამბავი >