rus eng ge
 

ტელეკომუნიკაციები

 

კორპორატიული ტელეფონია

თანამედროვე საოფისე ავტომატური სატელეფონო სადგურები (ასს) ემსახურებიან არა მარტო კომპანიის შიდა კავშირის ხარისხიან   ორგანიზებას, არამედ საწარმოს ფარგლებში გავლენას ახდენენ რეალურ ბიზნეს-მაჩვენებლებზე სწრაფი და ეფექტური ურთიერთქმედების უზრუნველყოფის გზით.

კორპორატიული კომუნიკაციები დღეს - ეს არის უნიფიცირებული კომუნიკაციები, ე.ი. კომუნიკაციების ყველა ხერხის გაერთიანება ერთ გადაწყვეტილებაში: ელექტრონული ფოსტა, ტელეფონი, ფაქსი, მყისიერი შეტყობინებების გაცვლა, ვიდეოკონფერენც-კავშირი, ერთობლივი მუშაობა ინტერნეტის მეშვეობით და სხვა.

ყველა საკომუნიკაციო არხის, მოწყობილობისა და დანართის გაერთიანება შესაძლებელს ხდის  თანამშრომლების ყოველდღიურ ურთიერთობის გაუბრალოებას, გუნდურ მუშაობაში მაქსიმალური წარმადობის მიღწევას და იძლევა კომპანიის განვითარების დამატებით იმპულსს.

Бизнес начинается с общения

მოწყობილობის მწარმოებელი გვთავაზობს გადაწყვეტილებებს, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესისათვის (პლატფორმა OpenScape Business), ასევე მსხვილი საწარმოთათვის (პლატფორმა OpenScape 4000 V7).  შესაძლებელია ქსელები  გეოგრაფიულად გადანაწილებული იყონ და ჰქონდეთ განსხვავებული სტრუქტურა. დასანერგი საკომუტაციო პლატფორმები მხარდაჭერილია საერთაშორისო და ადგილობრივი კავშირგაბმულობის სტანდარტებით, გააჩნიათ ჩაშენებული თვითდიაგნოსტიკისა და სისტემის ძირითადი კვანძების დუბლირების საშუალებები.

დღეს, დაწესებულებების ავტომატური სატელეფონო სადგურებს (ასს) უყენებენ არამარტო გათიშვებძე გამძლეობის, საიმედო კავშირის, ტრაფიკის სხვადასხვა პროტოკოლებზე გამართულ მარშრუტიზაციის მოთხოვნებს. შემკვეთები სულ უფრო ხშირად ითხოვენ დამატებითი ოპციების მიღებას, რის მეშვეობითაც მათ ეძლევათ საშუალება ახლებურად აშენონ ბიზნეს-პროცესები და თავისი ურთიერთობები კლიენტებთან.

ჩვენ ვუწევთ სამსახურს დაწესებულებების ავტომატური სატელეფონო სადგურების (ასს) დაპროექტებაში, მიწოდებასა და მონტაჟში, აგრეთვე მათ შემდგომ მომსახურებაში.

თავისი გადაწყვეტილებებით სის კომპანიების ჯგუფი დაგეხმარებათ გახადოთ თქვენი ბიზნესი უფრო ნაყოფიერი და წარმატებული.

ახალი ამბები

ყველა ამბავი >